ალტერნატიული თვითმკურნალობა

მეტი სიჯანსაღის, წარმატებისა და ბედნიერებისათვის

Healthy diet

ჯანსაღი დიეტა

სასაუბრო საკითხები:

  1. რა არის ჯანსაღი დიეტა?
  2. არაჯანსაღი დიეტის შედეგები
  3. კვების ყველაზე მნიშვნელოვანი წესები
  4. წესთა განმარტებები
  5. ჯანსაღი კვების ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვა
  6. როგორ დავიმახსოვროთ წესები მარტივად?
  7. ჯანსაღი კვების ზეგავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე
  8. სტატიები ჯანსაღ კვებაზე

რა იგულისხმება ჯანსაღ დიეტაში?

მოდით მივყვეთ ტრენდს, რომლის მიხედვითაც ყველაფერს სახელი უნდა დაერქვას. მაშინ, მე ამ ყოველივეს “თანამედროვე ქვის ხანის დიეტას” ვუწოდებდი. ალბათ ეს ცოტა ურთიერთსაწინააღმდეგოდ ჟღერს, მაგრამ ამით ვცადე გამეერთიანებინა თანამედროვე ჰიგიენა ძველ კვებით მიდგომებთან. 

არაჯანსაღი კვების შედეგები

არაჯანსაღი დიეტა შესაძლოა გახდეს კაცობრიობისთვის ცნობილი აბსოლუტურად ყველა დაავადების მიზეზი.

რუტინაში არაჯანსაღი დიეტის თუნდაც ხანმოკლე პერიოდით არსებობამ შესაძლოა ხანგრძლივი ზიანი მიაყენოს პიროვნების აღნაგობასა და ზოგადად, ცხოვრებისეულ მიდგომებს. იგი ზეგავლენას ახდენს კუნთებისა და მყესების მდგომარეობაზე, კანზე, თვალებზე, თმებზე და ა.შ. 

არაჯანსაღი დიეტა ორგანიზმს პერფორმანსში უშლის ხელს. მაღალი ქმედუნარიანობა ჩვენი ჯანმრთელობისათვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. იგი ზეგავლენას ახდენს ჩვენს ეფექტურობაზე როგორც პროფესიულ, ასევე პირად ცხოვრებაში.

აქედან გამომდინარე, თუ თქვენ საკვების შერჩევისას დროსა და ენერგიას დაზოგავთ, აღმოჩნდება, რომ რეალურად ამის აბსოლუტურად საპირისპირო რამ გააკეთეთ!

ჯანსაღი კვების ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები

1. დალიეთ დღეში მინიმუმ 2-3 ლიტრი წყალი

2. მოერიდეთ გაზიან სასმელებს

3. არ დალიოთ ძალიან ბევრი ყავა ან ალკოჰოლი

4.  მოერიდეთ მაღალდამუშავებულ საკვებს

5. მოერიდეთ ჭარბი რაოდენობით ხორცსა და ძეხვეულობას.

6. დაუთმეთ სათანადო დრო კვებას, კარგად დაღეჭეთ საკვები.

7. მოერიდეთ ინდუსტრიულ შაქარსა და თეთრ ფრქვილს

8. მიირთვით ბევრი ხილი და ბოსტნეული

9. მოერიდეთ მარილის ჭარბ რაოდენობას და არ დაამზადოთ საკვები მხოლოდ მისით

10. დილას იმპერატორივით, შუადღით მეფესავით, საღამოს მათხოვარივით!

11. საკმარისი საკვები ნივთიერებები სპორტული აქტივობის შემდგომ

12. საკვები დანამატები/ სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ნივთიერებები

13. მოერიდეთ გამაყუჩებლებსა და ანტიბიოტიკებს

14. დაიცავით ჰიგიენა კვების დროს

2. მოერიდეთ გაზიან სასმელებს

4.  მოერიდეთ მაღალდამუშავებულ საკვებს

6. დაუთმეთ სათანადო დრო კვებას, კარგად დაღეჭეთ საკვები.

8. მიირთვით ბევრი ხილი და ბოსტნეული

10. დილას იმპერატორივით, შუადღით მეფესავით, საღამოს მათხოვარივით!

12. საკვები დანამატები/ სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ნივთიერებები

14. დაიცავით ჰიგიენა კვების დროს

3. არ დალიოთ ძალიან ბევრი ყავა ან ალკოჰოლი

7. მოერიდეთ ინდუსტრიულ შაქარსა და თეთრ ფრქვილს

11. საკმარისი საკვები ნივთიერებები სპორტული აქტივობის შემდგომ

4.  მოერიდეთ მაღალდამუშავებულ საკვებს

8. მიირთვით ბევრი ხილი და ბოსტნეული

12. საკვები დანამატები/ სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ნივთიერებები

ვრცლად

1. დალიეთ დღეში მინიმუმ 2-3 ლიტრი წყალი

დღის განმავლობაში 2-3 ლიტრი სასმელი უნდა მიიღოთ და სასურველია მისი აშკარა უმრავლესობა იყოს წყალი. 

წყლის საკმარისი რაოდენობის მიღება ხელს უწყობს ორგანიზმში ნუტრიენტების გადაადგილებასა და მეტაბოლური ნარჩენებისაგან განთავისუფლებას. წყლის დეფიციტს საზარელი შედეგები მოაქვს. იგი აზიანებს  თირკმელს, კუნთებსა და სისხლძარღვებს.

2. მოერიდეთ გაზიან სასმელებს

ნახშირბადის მჟავა ორგანიზმში ბლოკავს მეტაბოლურ პროცესებს. ის ამცირებს წყლის ტრანსპორტირების შესაძლებლობებსაც. უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე განსაკუთრებით მაშინ, თუ კუჭის პრობლემები გაქვთ.

3. არ დალიოთ ძალიან ბევრი ყავა ან ალკოჰოლი

ყავა და ალკოჰოლი მასტიმულირებლებია. ზომიერი მოხმარება უვნებელია. გირჩევთ დღეში მაქსიმუმ ორი ჭიქა ყავისა და კვირაში მხოლოდ 2-3 ჭიქა ღვინის ან ლუდის მიღებას.

ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ სად დამზადებულ ალკოჰოლს სვამთ. ინდუსტრიულს თუ პატარა, მყუდრო ლუდსახარშიდან წამოღებულს, რომელსაც თავისი ყველა ღირებული ინგრედიენტი აქვს შენარჩუნებული.

ალკოჰოლისა და ყავის მოხმარებით გამოწვეული უამრავი მძიმე კლინიკური სურათი არსებობს. იგი ჭარბი მჟავიანობის ხელშემწყობი ფაქტორია. აზიანებს საჭმლის მომნელებელ და ნერვულ სისტემებს.

4. მოერიდეთ მაღალდამუშავებულ საკვებს

ეს ეხება საკვების შემდეგ კატეგორიას: ინდუსტრიულად წარმოებულს, ქიმიური დანამატებით გაჟღენთილს, მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებულს ან ძალიან ხანგრძლივი ვადის მქონეს. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი რამ, რისი აღებაც, მონადირებაც ან შეგროვებაც ბუნებაში არ შეიძლება, არანატურალური საკვებია. მათი მოხმარება შედეგად იწვევს საკვებ ნივთიერებათა დეფიციტს, აციდოზს, ალერგიებს…

5. მოერიდეთ ჭარბი რაოდენობით ხორცსა და ძეხვეულობას

რეკომენდაციას ვუწევ კვირის განმავლობაში ორჯერ თევზის ჭამას, მაღალი ხარისხის კვერცხის მომზადებას, ერთი დღის კი საერთოდ ისე გატარებას, რომ არ მიიღოთ ცხოველური ცილა.
როცა საქმე ეხება ძეხვისა და ხორცის ჭამას, ხარისხი რაოდენობაზე მაღლა დგას!

ხორცის რეგიონში მცხოვრები ყასბისგან შეძენა, რომელიც თავის ცხოველებს უვლის, ბევრად კარგი არჩევანია ვიდრე დიდ სუპერმარკეტში წასვლა. ხორცი და ძეხვეული მხოლოდ 2-3 დღის განმავლობაში უნდა მოიხმაროთ.

კარგი ხორციც კი ზოგადად ძნელად მოსანელებელია და შეუძლია ორგანიზმში მჟავიანობის დონე აწიოს.

ხორცისა და ძეხვეულის გადაჭარბებული გამოყენება ზიანს აყენებს ნაწლავის ფლორას, იწვევს მომნელებელი სისტემის დარღვევებს და პოდაგრისადმი მიდრეკილებას ზრდის.

6. დაუთმეთ სათანადო დრო კვებას, კარგად დაღეჭეთ საკვები

“კარგად დაღეჭილი ნახევრად მონელებულია”. ჩვენს წინა თაობას ეს წესი ძალიან ღრმად ჰქონდა გათავისებული. ახლა, ნუტრიციასთან დაკავშირებით არსებული მასალების ძალიან დიდ ნაწილში, ამას თითქმის აღარც ახსენებენ.

საკვების პირველადი დაშლა პირის ღრუში იწყება მომნელებელი ფერმენტების მეშვეობით. კარგი დაღეჭვა კი ორგანიზმისა და კერძოდ, მომნელებელი სისტემის მხრიდან საკვები ნივთიერებების ეფექტურ გამოყენებას უწყობს ხელს.

თუ საკვები კარგად არაა დაღეჭილი, იგი გამოიყოფა ისე, რომ მის შემადგენელ ნივთიერებებს ორგანიზმი სათანადოდ არ შეიწოვს. ამას, საბოლოო შედეგად მოჰყვება ნივთიერებების დეფიციტი, ჰიპერმჟავიანობა და მეტეორიზმი. ამ წესის შეუსრულებლობა განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს კუჭის ჯანმრთელობაზე

7. მოერიდეთ ინდუსტრიულ შაქარსა და თეთრ ფრქვილს

შაქარი და თეთრი ფრქვილი მაღალდამუშავებულ პროდუქტებს წარმოადგენენ. ისინი ნახშირწყლების წყაროდაც წარმოგვიდგებიან. პირველხსენებული შაქრის ჭარხლისა და ლერწმისგან მიიღება, ხოლო თეთრი ფრქვილი კი ხორბლისაგან.
ნედლ ფორმაში, მარცვლეული და შაქრის ჭარხალი არამხოლოდ კარბოჰიდრატებს, არამედ დიდი რაოდენობით მნიშვნელოვან მინერალსა და ვიტამინს შეიცავს. თუმცა საქმე ისაა, რომ ფრქვილის წარმოების პროცესში, თითქმის ყველა მინერალი იკარგება. შაქრის ჭარხლიდან კი მიზანმიმართულად, მხოლოდ შაქარია ამოღებული.

თუ დაუკვირდებით არც ერთი საკვების მიღებისას არ გექნებათ სისავსის შეგრძნება. სამაგიეროდ, მაღალ მოხმარებას დამოკიდებულების ეფექტიც კი აქვს. სხეული თავის ტვინს აძლევს სიგნალს, რომ მას არ მიუღია მინერალები და ვიტამინები. ამის შემდეგ ტვინი გასცემს ბრძანებას, რომ ორგანიზმმა მიიღოს მეტი საკვები.

შედეგად, იზრდება დიაბეტის ჩამოყალიბებისა და სიმსუქნის შანსები. ირღვევა ფარისებრი ჯირკვლების ბალანსიც.

 

8. მიირთვით ბევრი ხილი და ბოსტნეული

განსაკუთრებით რეკომენდებულია კენკრა, რომელიც შეიცავს მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებათა უზარმაზარ რაოდენობას. ხილის მოპოვების საუკეთესო წყაროებია რეგიონები, ფერმა ან საკუთარი მოსავალი. მაღაზიების ვაშლი ხშირად მოუმწიფებელი და პესტიციდებით დაბინძურებულია. ასევე სრულიად დაუშვებელია არასეზონური ხილი საზღვარგარეთიდან.

ხილისა და ბოსტნეულის ნაკლებობა იწვევს კვების სერიოზულ დეფიციტს, ყაბზობას და ჰიპერმჟავიანობას.

9. მხოლოდ მარილს ნუ გამოიყენებთ

თითოეულ სამზარეულოში სხვადასხვა სანელებელი უნდა იყოს ხელმისაწვდომი და მათი გამოყენება უნდა მოხდეს ადეკვატური დოზებით.

მაგალითად, კარი, მაიორანი და ბეგქონდარა ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე საოცარ ზეგავლენას ახდენენ. მეორადი ნივთიერებები რთული მოსაპოვებელია არანატურალურ საკვებში.

10. დილას იმპერატორივით, შუადღით მეფესავით, საღამოს მათხოვარივით!

ეს წესი მარტივად, უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ დილითა და შუადღით რაც შეიძლება ბევრი უნდა ჭამოთ, რათა დღის განმავლობაში საკმარისი ენერგია მიიღოთ. საღამოთი საკვების რაოდენობა უნდა შეამციროთ და ძილის წინ ჭამას საერთოდ უნდა მოერიდოთ.

დილაობით, ორგანიზმს ძალიან ბევრი ენერგია სჭირდება. ასეთ დროს, მაქსიმალურად რეკომენდებულია კომპლექსური კარბოჰიდრატები დიდი რაოდენობით. მათი მიღება შესაძლებელია მზეზე მომწიფებული ხილისგან.

საღამოობით, მარტივად მონელებადი პროტეინები და სალათი უნდა მიიღოთ.

11. საკმარისი საკვები ნივთიერებები სპორტული აქტივობის შემდგომ

მინერალები, კარბოჰიდრატები და პროტეინი უნდა იყოს ჩართული ყველგან სადაც შესაძლებელია. სხვაგვარად, კუნთების აღდგენა წარმოუდგენელია და ჩვენ ვერც ენერგიის საკმარის რაოდენობას მივიღებთ.

კუნთების სწრაფად აღსადგენად პროტეინია საჭირო. ხოლო თუ ორგანიზმი გლიკოგენის მარაგს დროულად არ შეავსებს და მას ბოლომდე გამოაცარიელებს, პროცესი ძალიან გაჭიანურდება და გართულდება.

სპორტული აქტივობის დროს უამრავი მინერალი იკარგება. ელექტროლიტთა შევსება მისით მდიდარი სასმელებით უნდა მოხდეს, მაგალითად, გაზავებული ხილის წვენი.

12. საკვები დანამატები/ სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ნივთიერებები

სინთეთიკურ საკვებ დანამატებსა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნივთიერებებს შორის მკვეთრი სხვაობა უნდა დავინახოთ. პირველხსენებულს განეკუთვნება ვიტამინის ტაბლეტები, იზოლატები, ცილოვანი კოქტეილები და ა.შ – ისინი ორგანიზმს მნიშვნელოვნად ნამდვილად არ ეხმარებიან და ზოგჯერ, უფრო მეტ ზიანს აყენებენ ვიდრე სარგებელი მოაქვთ.

სასიცოცხლო მნიშვნელობის ნივთიერებები/ფიტოთერაპია ოპტიმალურია პაციენტებისთვის, დაავადებების წარმატებით სამკურნალოდ. ისინი ასევე სასარგებლოა სპორტში გრძელვადიანი პროგრესისა და კარგი აღდგენისთვის.

სასიცოცხლო ნივთიერებები ნატურალურია. მე, შვეიცარიულ კომპანია
Channoine-სთან მრავალი წელია რაც ვმუშაობ. აქედან გამომდინარე, სპორტსმენებს ვურჩევ ამინომჟავის პრეპარატს, რომელიც ამ ფორმით არის ხელმისაწვდომი Channoine-ში. აგრეთვე, ფიტოჰორმონებს, რათა დაეხმაროს ორგანიზმს ჰორმონების დამოუკიდებელ წარმოებაში.

13. მოერიდეთ გამაყუჩებლებსა და ანტიბიოტიკებს

ათლეტები ზოგჯერ ანტიბიოტიკებსა და გამაყუჩებლებს იმ სიხშირით იღებენ, რითაც საკვებს.

გამაყუჩებლები წევენ ორგანიზმის მჟავიანობის დონეს, ანადგურებენ კუჭს და თირკმლებს. ანტიბიოტიკები კი ანადგურებენ ჯანსაღ ბაქტერიებს. 

ტკივილსა და ინფექციებს კაუზალური მიდგომა ესაჭიროებათ. გამაყუჩებლის, როგორც პრევენციული საშუალების, თამაშამდე მიღება რეალურად ტკივილის მიმართ ჩვენს გამძლეობას ამცირებს და ფართო პერსპექტივაში პერფორმანსის პრობლემას გვიქმნის.

14. დაიცავით ჰიგიენა კვების დროს

სამწუხაროდ, ხალხისთვის უკვე ძალიან ჩვეულებრივი რამაა ზედმეტად მარილიანი, დაობებული და გაფუჭებული საკვების მიღება.

ყოველდღიურად განცდილი ექსტრემალური სტრესი ჩვენს სენსორულ უნარებს ამცირებს. თავის მხრივ, ამის ფონზე განსჯის უნარს ვკარგავთ. მატულობს ნაწლავური ინფექციები და საკვებით მოწამლვა.

ცხოველურ პროდუქტებთან განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.

ჩაი, სანელებლები, ხილი და ბოსტნეული

…რაც შეიძლება მეტი თქვენი საკუთარი ბაღიდან.

ორგანული მარცვლეული შნიცერისგან

საკვების კასრები და მათი სწორად შენახვა

იდეალური საშუალება თავის დასაცავად

Komo Mio მარცვლეულის წისქვილი

არფქვევს ისეთ მყარ მარცვლებსაც კი, როგორიც აქვს სიმინდს. ასევე ხელმისაწვდომია ხელის საფქვავის ვერსიაც.

ნამდვილი საფუარი

…ქიმიური საფუარის ნაცვლად

ჯანსაღი პური

…ასეთის ყიდვა უკვე ძალიან გართულებულია

სახლში მოხარშული ლუდი

კარგი მეგობრისგან. ნაცვლად ქარხანაში მოხარშული ლუდისა.

ჩაის ქარხანა სახლში

ჩაის ოცამდე სახეობა სახლში.

17 მცენარეული ჩაი

მწიფე ორგანული ხილი პორტუგალიიდან

Quinta-ს მაღაზიებიდან. წარმოუდგენლად გემრიელია. ამ მაღაზიის ლინკი ჩვენს შოპშია.

ორგანული შაქარი

ნაცვლად ინდუსტრიულად წარმოებული შაქრისა

ორგანული ბრინჯი

ნაცვლად Uncle Ben-ში წარმოებული კარბოჰიდრატის იზოლატებისა.

კოლორადოს კარტოფილის ხოჭო

…როგორც გდრ-ში, კანცეროგენული გლიფოსატის ნაცვლად

ორგანული კარტოფილი

ვისაც ბუნება უყვარს, ყველაზე დიდ კარტოფილს კრეფს.

ბედნიერი ფერმერი

…არის ის ვინც იცის თუ რას ჭამს.

ჯანსაღი კვების ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვა

ზოგიერთი ადამიანი ალბათ უკვე თვლის, რომ ეს ყოველივე უამრავ წესთანაა დაკავშირებული. ეს კი მთელი პროცესის თავიდან არიდების სურვილს წარმოშობს…

თუმცა, მიზანი ნამდვილად არ არის ის რომ აბსოლუტურად ყველა წესი ეგრევე დანერგოთ თქვენს ცხოვრებაში. კვების ოპტიმიზაცია ისეთი პროცედურაა, სადაც ყოველკვირეულად უნდა გაიზარდო და მიაღწიო იმ მოკლევადიან მიზანს, რომელიც დაისახე. სწორედ ამ გზით მიხვალთ იმ ეტაპამდე, როცა ჯანსაღი კვების რუტინა უკვე თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება.

დანერგვის წესები

– ჯერ გაითვალისწინეთ ყველაზე იოლად დასაცავი წესები.

– საუზმეს დაუთმეთ საკმარისი დრო.

– გამოიყენეთ ყოველდღიური დაგეგმვის მიდგომა.

– მოერიდეთ ფასდაკლებებს. შეიძინეთ საკვები დაფიქრებითა და გააზრებით.

– დაამყარეთ კომუნიკაცია ახლობლებთან, რომლებიც საკითხს მსგავსად უყურებენ.

როგორ დავიმახსოვროთ წესები მარტივად?

ჰიგიენა საუკეთესოა, რაც კაცობრიობის ისტორიაში განვითარებულა. სწორედ ის არის პასუხისმგებელი ძალიან ბევრი ინფექციური დაავადებისა და ეპიდემიის განადგურებაზე. ეს ჩვენი ფილოსოფიის თანამედროვე ნაწილია. რაც შეეხება წინაპრების დროინდელს – მოიქეცით ისე, თითქოს მათ რეალობაში ხართ. მაგალითად, ისინი ხომ ყოველდღიურად წარმოუდგენელი რაოდენობით ხორცსა და მაღალდამუშავებულ პროდუქტს ვერ ჭამდნენ?

ხალხს არ ჰქონდა არანაირი მიზეზი იმისათვის, რომ საკვები არ დაეღეჭათ. არ არსებობდა ინდუსტრიული შაქარი. ადამიანები მიირთმევდნენ ნატურალურ საკვებს, რამეთუ არაფერი იყო ხელმისაწვდომი გარდა ბუნებაში მოპოვებულისა.

ჯანსაღი კვების ზეგავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე

ჯანსაღი დიეტა ზრდის ჩვენს შრომისუნარიანობას. იგი გვეხმარება დაავადებისგან განკურნებაში ან მათი ზეგავლენის მნიშვნელოვნად შემცირებაში. თითქმის ყველა დაავადების გაჩენის ალბათობა მასიურად მცირდება! განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საჭიროა გონებრივი და ფიზიკური აქტივობის აბსოლუტური პიკი, ჯანსაღი კვება დიდ უპირატესობას გვაძლევს.