ალტერნატიული თვითმკურნალობა

მეტი სიჯანსაღის, წარმატებისა და ბედნიერებისათვის

Elektrosmog - Definition, Folgen von Elektrosmog, Elektrosmog harmonisieren

გამოსხივების შემცირება

თემები

  1. რა არის გამოსხივება/ელექტროსმოგი?
  2. ელექტროსმოგი – პოლარიზაცია და მაღალი სიხშირე
  3. ზეგავლენა ჯანმრთელობაზე
  4. სად ვხვდებით გამოსხივებას/ელექტროსმოგს? მაგალითები
  5. გამკლავების წესები

1. რა არის ელექტროსმოგი?

ელექტრომაგნიტური ველი არის ფიზიკური ველი, რომელსაც წარმოქმნიან ელ. მუხტის მქონე სხეულები. მასთან დაკავშირებულია ისეთი ფენომენები, როგორიცაა გამოსხივება, სიხშირე და სხვა მრავალი. ანუ, საუბარია ტექნოლოგიურად გენერირებულ ელექტრუ და მაგნიტურ ველებზე. ამასთან დაკავშირებულ თითოეულ მცნებას გავაერთიანებ სიტყვა “ელექტროსმოგის” ქვეშ, დამატებითი კომპონენტები კი ბუნებრივია – განიმარტება.

ელექტროსმოგი არის საკითხი, რომელზეც ჩვენს წინაპრებს არ სჭირდებოდათ ღელვა. ინდუსტრიალიზაციის, სმარტფონების, ავტომატური ტექნოლოგიების მზარდ წარმოებასა და ინტერნეტზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, მისი ზეგავლენა ადამიანის ყოველდღიურ ყოფაზე გაიზარდა.

2. ელექტროსმოგი – პოლარიზაცია და მაღალი სიხშირე

ელექტროსმოგი საზიანოა ორი მიზეზის გამო – პირველი არის პოლარიზაცია. ბუნება ნაკლებად რადიაციულია.

მაგალითად, მზე უსასრულო რაოდენობით ასხივებს სითბოს და სინათლეს, თუმცა, ჩვენი სხეული ამ პოლარიზაციას შესანიშნავად უმკლავდება. საპირისპირო მოცემულობა გვაქვს ტელეფონისა ან WLAN როუტერის შემთხვევაში, მათი გამოსხივება მაღალი პოლარიზაციით ხასიათდება (ორი რადიოტალღური სიხშირე ერთ სიბრტყეში განლაგებული 45 გრადუსიანი კუთხით ჯვრის ფორმით).

ეს პოლარიზაცია იწვევს 3 რამეს:

1. დამუხტული ატომებს, რომლებიც აკონტროლებენ ორგანიზმში მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ პროცესებს, უწევს ტალღასთან შეთანხმებულად რხევა.
2. იძულებულნი არიან იყვნენ რადიაციის პოლარიზაციის სიბრტყეში.
3. ორგანიზმის გარვეულ წერტილებში შეიძლევა მოხდეს პოლარიზებული ველების გადაკვეთა, რაც ნიშნავს, რომ დამუხტულ ნაწილაკებზე მოქმედი ძალები შეიძლება ბევრად უფრო ძლიერი იყოს.

მეორე მიზეზი, რის გამოც ელექტროსმოგი საზიანოა, არის რადიო სიხშირე.

ჩვენს წინაპრებს, მაიმუნებს, შეეძლოთ საფრთხის დროს, რამდენიმე კილომეტრის მანძილზე კომუნიკაცია უკიდურესად მაღალი სიხშირის დიაპაზონში.

მიუხედავად იმისა, რომ ცნობიერ დონეზე ადამიანები ამ სიხშირეებს ვერ აღიქვამენ, ისინი დიდ საფრთხეს უქმნიან ჩვენს ჯანმრთელობას. ეს რადიო სიხშირეები ჩვენს ორგანიზმს შფოთვის, პანიკის, აგრესიისა და სიფხიზლის მდგომარეობაში აყენებენ.

3. ზეგავლენა ჯანმრთელობაზე

  • ბიოენერგეტიკული რეზონანსის მოშლა
  • ჰემატოენცეფალური ბარიერის დასუსტება
  • ნერვულ სისტემაში სტიმულების
  • ტრანსმისიის გართულება
  • ძილის გართულება
  • კარდიალური არითმია
  • პერფორმანსის ხარისხის ვარდნა
  • უჯრედის ძაბვის შემცირება

4. სად ვხვდებით ელექტროსმოგს?

  • WLAN – როუტერები
  • WLAN – გამაძლიერებლები
  • სმარტფონები
  • რადიო ანძები
  • მიკროტალღური ღუმელები
  • DECT ტელეფონები
  • რადიოები

5. გამკლავების წესები

1. დაიცავით დისტანცია ელექტროსმოგისგან

დისტანცირება ძლიერი სტატიკური ელექტრომაგნიტური ველებისაგან უაღრესად მნიშვნელოვანია.

აუცილებელი არ არის ბოლომდე დაველოდოთ როდის გამზადდება საკვები, რომელსაც მიკროტალღურ ღუმელში ვაცხელებთ. შეგვიძლია ამ დროს ოთახის მეორე ბოლოში სხვა აქტივობით დავკავდეთ.

არც სმარტფონების მთელი დღე ჯიბით ტარებაა რეკომენდირებული. ამ სიას უერთდება სახლის რადიო ანძასთან ახლოს აშენებაც.

2. საძინებელი სივრცე დაიცავით ელექტროსმოგისგან

ძალიან რთულია 21-ე საუკუნეში ელექტროსმოგისგან თავი მთელი დღის განმავლობაში დაიცვა. ყველაზე დიდ საფრთხეს იგი ჩვენს ორგანიზმს ძილის დროს უქმნის.

ამიტომ:

  • გამორთეთ ელექტრონული მოწყობილობები
  • დააყენეთ სმარტფონი ფრენის რეჟიმზე და დადეთ იგი 2 მეტრის მოშორებით
  • იგივე ეხება ხაზის ტელეფონებსაც
  • გამორთეთ WLAN როუტერი ღამით
  • გაუწიეთ რეკომენდაცია მეზობელს ამის შესახებ და სთხოვეთ, რომ იქნებ მანაც გამორთოს როუტერი.
  • გამოიყენეთ Hamoni electrosmog harmonizer.
3. ჩაანაცვლეთ ძველი DECT ტელეფონები

რამდენიმე წლის წინ, ელექტრული ველის გაზომვის მცდელობისას მიღებულმა შედეგებმა თითქმის ყველა შოკში ჩააგდო. აღმოჩნდა, რომ DECT ტელეფონებს იმაზე მეტი რადიაცია აქვთ, ვიდრე სმარტფონებსა და WLAN როუტერებს.

განსხვავება ძველ ტელეფონებსა და ახლებს შორის მკვეთრია. ძველი DECT ტექნოლოგია უნდა ჩანაცვლდეს ახალი მოწყობილობებით, რომლებსაც გააჩნიათ ECO რეჟიმი.

ამ რეჟიმის მქონე ტელეფონებს საბაზო სადგურთან მუდმივი კომუნიკაცია არ სჭირდებათ. შემომავალი და გამავალი ზარების დროს რადიაცია ბევრად შემცირებულია და რაც მთავარია, 60%-ით იზოგება ელექტროობა.

4. შეამცირეთ WLAN-ის ზეგავლენა

გამორთეთ იგი იმ საათებში, როცა ინტერნეტს არ იყენებთ. ასევე, დაიცავით მასთან ორმეტრიანი დისტანცია. ყველაზე ოპტიმალური კი ხუთი მეტრით მოშორებაა.

დარწმუნდით, რომ ღამით გამორთულია როუტერი.

5. შეამცირეთ სმარტფონის გამოყენების დრო

ელექტროსმოგის განხილვისას გვერდს ვერ ავუვლით სმარტფონების გამოყენების საკითხს.

თუ ჩვენ მათ არ ვიყენებთ, სასურველია გვერდით გადავდოთ. ამით შევამცირებთ ელექტროსმოგის ზეგავლენას და არც სატელეფონო ნოტიფიკაციების მიმართ გვექნება ცდუნება.

ასევე რეკომენდირებულია თქვენს სმარტფონში დაყენებულ აპლიკაციებს გადახედოთ. თქვენ უნდა განასხვავოთ ერთმანეთისგან აპლიკაციები, რომლებიც აუცილებლად გესაჭიროებათ და ის – რაც დიდად სავალდებულო არაა.

6. ელექტროსმოგის დაბალანსება

ელექტროსმოგის შემცირების უამრავი გზა არსებობს. ამ მხრივ საუკეთესო პროდუქციას გვთავაზობს Hamoni, ავსტრიული კომპანია, რომელიც ელექტროსმოგის საკითხში სპეციალიზდება.

თუ ცოტაოდენი თანხის ინვესტირებას მოინდომებთ, მაშინ აუცილებლად უნდა განიხილოთ შვეიცარიული Ambition AG ის პროდუქცია.

ზემოაღნიშნული ჰამონი გვთავაზობს პროდუქციის ფართო არჩევანს, რომელიც ელექტროსმოგთან გამკლავებაში გვეხმარება.