ალტერნატიული თვითმკურნალობა

მეტი სიჯანსაღის, წარმატებისა და ბედნიერებისათვის

დაავადებები

გამომწვევი მიზეზები, “წამახალისებელი” ფაქტორები, თვითმკურნალობის პროგრამა

პრევენციის პროგრამები

ყველაფერი ჯანსაღი კვებისა და ცხოვრების წესის შესახებ

ზოგადი თემები

სადეზინფექციო საშუალებები, ვაქცინაციები, მცდარი წარმოდგენები და მრავალი სხვა.

Მაღაზია

ჯანმრთელობის პროდუქტები ხელმისაწვდომ ფასად

რა არის ალტერნატიული თვითმკურნალობა?

ალტერნატიული თვითმკურნალობა 2016 წელს დაარსებული ჯანმრთელობის პლატფორმაა და მისი ძირითადი ორიენტირი არის პაციენტის ჯანმრთელობა.

სხვა სამედიცინო პლატფორმების მსგავსად ერთი და იგივე ინფორმაციის მრავალჯერ გამეორების ნაცვლად, ჩვენ გთავაზობთ დაავადებებთან გამკლავებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების ალტერნატიულ გზებს .

ალტერნატიული თვითმკურნალობა არ ფინანსდება ინდუსტრიათა წარმომადგენლებისაგან.

ჰოლისტიკური თერაპია მედიკამენტებისა და ქირურგიული ჩარევის ნაცვლად

ძალიან ხშირად, მედიკამენტებსა და ოპერაციას პაციენტებს სთავაზობენ, როგორც სიტუაციის გამოსწორების ერთადერთ გზას, ამ ყველაფრის მიღმა კი ბუნებრივია, ინდუსტრიული ინტერესებია. მკურნალობა ძირითადად მიმდინარეობს სხეულის ერთ პატარა მონაკვეთზე ფოკუსირებით. რეალურად, ორგანოთა ურთიერთკავშირი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია და შესაბამისად, სხეულიც, როგორც მთელი ისე უნდა იყოს აღქმული მკურნალობისდროს. ეს ყველაფერი განზრახაა უგულებელყოფილი.

ალტერნატიული თვითმკურნალობის ფილოსოფიაში სხეული ყოველთვის ერთობად არის განხილული. იგი ითვალისწინებს ორგანიზმის ყველა სისტემას და წინა პლანზე აყენებს პიროვნების ბედნიერებას. 

გადაუდებელი ოპერაციები - კი; ორთოპედიული ოპერაციები - არა

სპეციალისტთა გარკვეული ნაწილი მაშინაც კი არ უწევს რეკომენდაციას ქირურგიულ ჩარევას, როცა საქმე გვაქვს ისეთ რთულ შემთხვევებთან როგორიცაა აქილევსის მყესის გაწყვეტა, ჯვარედინი იოგების დაზიანება ან მოტეხილობა. ჩემი გამოცდილებით, როცა საქმე ეხება საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სერიოზულ დაზიანებას, ქირურგიული ჩარევა უკეთ მუშაობს.

როცა ადამიანს უჩნდება “ასაკობრივი სირთულეები” (მაგალითად, სახსრების პრობლემები), უკეთესია კონსერვატიული კურსები. ასეთ დროს, რა თქმა უნდა საჭიროა კარგი ფიზიოთერაპევტი, რომელსაც კუნთოვან დისბალანსთან გამკლავებისა და სიმეტრიის აღდგენასთან დაკავშირებული სტრატეგიების მდიდარი არსენალი აქვს.

ორთოპედიული პრობლემების გამომწვევი მიზეზები შესაძლოა იყოს ჰორმონალური დეფიციტი, ჰიპერმჟავიანობა, მოწამლვა, ძილის ნაკლებობა, გამოსხივება და სხვა. 

 

პაციენტების ცნობიერების ამაღლება

როგორ უნდა გავხადოთ პიროვნება ინდუსტრიულ პროდუქტებზე დამოკიდებული? მარტივი დეტალებიც კი გავურთულოთ და ყველაფერი “ჩინურად ავუხსნათ”!

ჩვენი საინფორმაციო პლატფორმის მიზანია, ყველაფერი რაც შეიძლება მარტივი ენით ახსნას, რათა ძალიან მწირი სამედიცინო ცოდნის მქონე ადამიანებმაც კი შეძლონ ინფორმაციის გაგება. შესაბამისად, აქ “ჩინური” არაფერი იქნება. 

როგორ ფიქრობთ, უკეთესი არაა პაციენტმა იცოდეს, თუ ზუსტად რამ გამოიწვია მისი დაავადება და რა არის მასთან გამკლავების გზები, ნაცვლად იმისა, რომ იგი ექიმის ავტორიტეტსა და ცოდნაზე დამოკიდებულ ადამიანად ვაქციოთ?

პირადი პასუხისმგებლობა უპირველეს ყოვლისა

ადამიანებს, განსაკუთრებით მდიდრებს, სურთ, რომ ჯანმრთელობა “შეიძინონ”. თუმცაღა, ეს მხოლოდ გარკვეულ ეტაპამდეა შესაძლებელი. ვთვლი, რომ წამლების სახით ჩვენ გვაქვს არა მკურნალი, არამედ დამხმარე, რომელიც დროებით არეგულირებს ადამიანის ორგანიზმს და ანეიტრალებს ტკივილს. საბოლოოდ, მხოლოდ პაციენტს შეუძლია რომ საკუთარი თავის მკურნალი გახდეს.

ალტერნატიული თვითმკურნალობის პლატფორმა ორიენტირდება დაავადების ფაქტორულ ანალიზზე. “დროებით მარეგულირებლებად” გვევლინება ფიზიოთერაპია და სასიცოცხლო მნიშვნელობის პრეპარატები.  ჩვენი მიზანი არასაჭირო გრძელვადიანი მკურნალობის თავიდან აცილება და მედიცინის მაქსიმალურად ხელმისაწვდომად წარმოჩენაა.

განათლება მანიპულირების ნაცვლად

სულ უფრო მეტი ადამიანი ააშკარავებს სისტემური და ალტერნატიული მედიის ტყუილებს. შესაბამისად, მათ უმძაფრდებათ იმის განცდა, რომ ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში რაღაც “რიგზე არ არის”. ძირითადად, ამის უკან ფინანსური ინტერესები ან ხალხის ერთი მიმართულებთ წაყვანის სურვილი დგას.

სტატიაში „მანიპულაციის ძალა“ და „განმანათლებლობის ძალა“ განვმარტავ თითოეული ამ ფენომენის მნიშვნელობას და მათ ფსიქოლოგიურ საფუძვლებს. შეგიძლიათ ისინი მსოფლიოში მიმდინარე ახლანდელ მოვლენებს შეადაროთ და ამოიცნოთ პარალელები.

ალტერნატიული თვითმკურნალობა ემსახურება საგანმანათლებლო მიზნებს, თუმცა იგი ამავდროულად ტოლერანტულიცაა – თავად ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა განთავისუფლება მანიპულაციისაგან.

დამფუძნებელი და ერთადერთი პასუხისმგებელი ამ საიტისთვის

რონი შმიდტი

  • მასაჟისტი
  • სპორტული ფიზიოთერაპევტი
  • ლიმფოთერაპევტი
  • მანუალური თერაპევტი
  • კინეზიოთერაპევტი
  • ფუნქციური ვარჯიშის სპეციალისტი
  • PowerPoint თერაპია
  • B კატეგორიის ლიცენზიის მქონე ფეხბურთის მწვრთნელი
  • სპორტული მწვრთნელი
  • კვებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების კონსულტანტი
  • Health and Life Happiness-ის მწვრთნელი
  • არანაირი სამედიცინო ხარისხი
ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პერფორმანსის ხარისხის ზრდა პირადი ქოუჩინგის გზით

ალტერნატიულად თვითმკურნალობა ონლაინ ქოუჩინგით

სულ უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს, რომ ჯანმრთელობის დაზღვევა და მისი სერვისები, რეალურად, ინდუსტრიებისა და მათი წარმომადგენლების საფულეთა გასქელებას ემსახურება. მისი მიზანი კი მით უფრო ნაკლებად ხდება პაციენტის სწრაფი გამოჯანმრთელება.

ალტერნატიული თვითმკურნალობა არის არაკომერციული ორგანიზაცია თანამშრომლების გარეშე და ეს ასე უნდა დარჩეს. ხარჯების ნაწილობრივი კომპენსირება ხდება პროდუქტის რეკომენდაციის სანაცვლოდ მიღებული საკომისიო თანხებით.

პერსონალური ქოუჩინგი განკუთვნილია პაციენტებისთვის, რომლებსაც ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემასთან დამოუკიდებლად გამკლავება არ შეუძლიათ. ონლაინ ქოუჩინგის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ პერფორმანსზე ორიენტირებული ათლეტები, რომლებსაც სურთ საკუთარი სხეულის უნარები მაქსიმალურად გამოავლინონ.

ჯერ ამ საინფორმაციო პლატფორმაზე საქმის მხოლოდ 10% არის გაკეთებული, წინ კი დიდი ჯაფაა. აქედან გამომდინარე, ონლაინ ქოუჩინგისთვის “გაწერილია” მხოლოდ 10 საათი კვირის განმავლობაში. მის საფასურს 200 ქართული ლარი, ანუ დაახლოებით 70 ევროა. მიღებული შემოსავალი 100%-ით ხმარდება პლატფორმის განვითარებას.

სარგებელი 

დამოუკიდებლობის დონის გაზრდა მუდმივი მკურნალობის ნაცვლად

ჩვენ აქცენტს ვსვამთ დაავადების ფაქტორულ ანალიზზე ნაცვლად იმისა, რომ ვუბიძგოთ პაციენტს იყოს მუდმივად ინდუსტრიებზე დამოკიდებული.

თქვენ დაგეთმობათ აუცილებელი და საკმარისი დრო

მომხმარებლებისთვის განკუთვნილია ერთ საათამდე დრო, რომლის განმავლობაშიც თქვენ ვერ დასვამთ “არასაჭირო კითხვას”.  პროცედურა მოიცავს ღია კითხვებსა და მათზე მორგებულ პასუხებს.

თანხის 100% რეინვესტირებულია პლატფორმაში

წარმოდგენილი პლატფორმა არავითარ კავშირს არ აწარმოებს ინდუსტრიებთან. მისი განვითარების ხარჯები გადახდილია პირადი ანგარიშებიდან. როგორც ეს უკვე აღინიშნა, პროდუქტების გაყიდვითა და საკომისიოთი მიღებული თითოეული თეთრი, კვლავ პლატფორმის განვითარებას ხმარდება.

"დახმარება მხოლოდ ავადმყოფებისათვის" - არასწორი მიდგომაა

ალტერნატიულ თვითმკურნალობას აქვს ორი ძირითადი პრინციპი: “პრევენცია საუკეთესო წამალია”, “ბუნებრივი პერფორმანსი დოპინგის ნაცვლად”. დახმარების მიღება შეუძლია ყველა მსურველს, განსაკუთრებით კი იმ ათლეტებს, რომლებსაც სურთ, რომ რაც შეიძლება მეტად გამოიყენონ საკუთარი სხეულის უნარები ისე, რომ სიჯანსაღე შეინარჩუნონ.

გსურთ ონლაინ ქოუჩინგი?

შეგიძლიათ პირველივე შეტყობინებაში მომწეროთ თქვენი სამედიცინო მდგომარეობის, მიღებული წამლებისა და გადატანილი ოპერაციების შესახებ. გარდა ამისა, სიამოვნებით მოვისმენ თუ რა წარმოდგენა და მოლოდინი გაქვთ ქოუჩინგთან მიმართებაში. მომდევნო 10 დღის განმავლობაში რა დროებია თავისუფალი? შეხვედრის შესაძლო დროებს რაც შეიძლება მალე შემოგთავაზებთ.

12 + 2 =